loader

რაზე დაგვაფიქრა ქუთაისში გოგონას მკვლელობის ფაქტმა, რომლის შემდეგაც, 2 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაზე დაგვაფიქრა ქუთაისში გოგონას მკვლელობის ფაქტმა, რომლის შემდეგაც, 2 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დამნაშავე პირის გარდა, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნახეთ: კადრებში ჩანს, ქალი, რომელმაც ქუთაისში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავის მეგობარ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს, იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.
მსგავსი დანაშაულები ხშირ შემთხვევაში შეუტყობინებლობის გამო ხდება. პალიტრავიდეომ ჩაატარა გამოკითხვა. ჩვენ რამდენიმე ადამიანს ვკთხეთ დარეკავდნენ თუ არა ისინი 1120ში იმ შემთხვევაში თუკი გახდებოდნენ კონფლიქტის მომსწრეები.