loader

"ვგმობთ მომხდარს... ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს 24 საათი ეძლევა, რომ სახალხოდ მოიხადოს ბოდიში" - "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვგმობთ მომხდარს... ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს 24 საათი ეძლევა, რომ სახალხოდ მოიხადოს ბოდიში" - "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" მუსიკოს მანანა მენაბდის განცხადებას ეხმაურება და თანადგომას უცხადებს.

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ "გირ­ჩი" ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პარ­ტი­ამ მისი სიმ­ღე­რა მი­ით­ვი­სა.

"საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" ვეხმიანებით ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის მიერ გაკეთებულ განცხადებას მისი უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე და სრულ თანადგომას ვუცხადებთ.

გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის მიერ ავტორთან შეუთანხმებლად მუსიკალური კომპოზიციის სარეკლამო კამპანიაში გამოყენების თაობაზე. ჩვენ, როგორც საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია, ვგმობთ მომხდარს და მოვუწოდებთ ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს, სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, ასევე, აანაზღაუროს ზარალი გადახდილი ჯარიმის სახით.

გვსურს ასევე განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია მომხდარი ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პარლამენტის არჩეული წევრი უხეშად არღვევს კანონს და ფეხქვეშ თელავს საკუთარი საზოგადოების წევრის უფლებას.

ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაცია დაიწყებს სამართლებრივ დავას "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: "იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზეთ და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ" - მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს