loader

როგორ ცდილობდნენ ლიბიელები აშშ-ს დაჭრილი ელჩის გადარჩენას - აქამდე უცნობი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობდნენ ლიბიელები აშშ-ს დაჭრილი ელჩის გადარჩენას - აქამდე უცნობი კადრები

ინტერნეტში სამოყვარულო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ ცდილობენ რიგითი ლიბიელები ჯერ კიდევ ცოცხალი აშშ-ის ელჩის გადარჩენას, ლიბიაში ამერიკის საელჩოზე თავდასხმიდან ცოტა ხნის შემდეგ.

"ღმერთი მაღალია, ის ცოცხალია!" - ვიდეოში ისმის ადგილობრივების ხმები, რომლებსაც დაჭრილი სტივენსისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სურდათ.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ თავდასხმიდან მალევე შემთხვევის ადგილას მივიდნენ და როცა ჯერ კიდევ ცოცხალი კრისტოფერ სტივენსი იპოვეს, მის დახმარებას ცდილობდნენ ისე, რომ არც კი იცოდნენ, ვინ იყო დაშავებული.

სტივენსი ერთ-ერთია იმ ოთხ ამერიკელ დიპლომატს შორის, რომლებიც ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იხილეთ:

- ბენღაზის მორგში ამერიკის დაღუპული ელჩის ცხედარი გადაიღეს (+18)

- ბარაკ ობამა ლიბიაში დაღუპული დიპლომატების ჩამოსვენების ცერემონიალს დაესწრო