loader

ჟერარ დეპარდიემ უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან დუეტი ჩაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟერარ დეპარდიემ უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან დუეტი ჩაწერა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა. ბალადის "Небо молчит" ავტორი გულნარა კარიმოვაა და სოლო-პარტიასაც თავად ასრულებს, ჟერარ დეპარდიე კი მას დროდადრო ფრანგული "რეჩიტატივით" ერთვება.

პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც მუსიკალურ სივრცეში ფსევდონიმით GooGoosha მოღვაწეობს, მსოფლიო აღიარების მოპოვებაზე თავდაუზოგავად ზრუნავს. 40 წლის გულნარა არამარტო სიმღერითაა დაკავებული. იგი უზბეკეთის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში. ამასთან, კოსმეტიკის, სამკაულებისა და ტანსაცმლის ბრენდ Guli-ს ფლობს.

news.am