loader

"ამერიკამ შვილები წამართვა" - ცარნაევების დედა შვილების უდანაშაულობაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამერიკამ შვილები წამართვა" - ცარნაევების დედა შვილების უდანაშაულობაზე საუბრობს

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილების, ტამერლან და ჯოხარ ცარნაევების დედამ, ზუბეიდა ცარნაევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილები უდანაშაულოები არიან და ძალიან ნანობს, რომ ოჯახი შეერთებულ შტატებში გადასახლდა. "ამერიკამ შვილები წამართვა" - ამბობს ცარნაევა.

ცარნაევების მამა კი უახლოეს მომავალში შტატებში გამგზავრებას გეგმავს. მშობლებმა ჯერ არ იციან, სად დაკრძალავენ ტამერლან ცარნაევს - რუსეთში თუ ამერიკაში.

უფროსი ძმა, 26 წლის ტამერლან ცარნაევი 15-საათიანი სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული; 19 წლის ჯოხარ ცარნაევი კი უოთერთაუნში, ერთი-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიციას გამოუძახა. ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა.

ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის ძმებმა ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე ტერაქტი განახორციელეს. 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა.

იხილეთ: ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ასაყვანად ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები