loader

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ასაყვანად ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ასაყვანად ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები

აშშ-ს პოლიცია იმ სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რომელიც ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ ტერაქტში ბრალდებული ჯოჰარ ცარნაევის დააკავების მიზნით განახორციელეს. ვერტმფრენიდან გადაღებულ 2 წუთიან ვიდეოში ჩანს ნავი, რომელშიც ცარნაევი იმალებოდა.

სხვადასხვა რეჟიმით, მათ შორის, ღამის გადაღების რეჟიმით მომუშავე კამერამ სამართალდამცველებს საშუალება მისცა ენახათ, თუ რას აკეთებდა ეჭვმიტანილი ნავში. სპეცოპერაციის კადრები, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის უშუალოდ დაკავების წინაა გადაღებული და მათში კარგად ჩანს იმ სპეცტექნიკის შედეგები, რომლებიც პოლიციამ ცარნაევის აყვანისას გამოიყენა.

19 წლის ეჭმიტანილი ამჟამად საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიამეა, მაგრამ სტაბილური. მედიის ინფორმაციით, ჯოჰარ ცარნაევს გამომძიებლებთან საუბარი ჯერ არ შეუძლია.


www.ria.ru

იხილეთ: ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 წლის ჩეჩენი სტუდენტი დაკავებულია

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი მამაკაცი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა