loader

პარლამენტში ატეხილ ხელჩართულ ჩხუბში 7 დეპუტატი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში ატეხილ ხელჩართულ ჩხუბში 7 დეპუტატი დაშავდა

ვენესუელას პარლამენტში ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების განხილვას პარლამენტარებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ოპოზიციონერთა გაღიზიანება პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც უარი თქვა ოპოზიციისთვის სიტყვის მიცემაზე იქამდე, სანამ ოპოზიცია არ აღიარებს ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ინციდენტის შედეგად შვიდმა დეპუტატმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

"ჩვენ არ დავნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა ვენესუელელებს მომავალი მივცეთ. ჩვენ წინ, გამარჯვებისკენ მივიწევთ და სწორედ ამიტომ მიმართავს ხელისუფლება ძალადობას", - განაცხადა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ხულიო ბორხესმა.

14 აპრილს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურომ ხმების 1,5%-ით გადაუსწრო უმთავრეს კონკურენტს, ოპოზიციის ლიდერს ენრიკე კაპრილესს. ოპოზიციამ ხელისუფლება ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა და არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლა მოითხოვა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო.


ასევე იხილეთ:

უკრაინის რადაში ჩხუბი სისხლისღვრით დამთავრდა

წიხლები, მუშტები, ცრემლსადენი გაზი - ჩხუბები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში