loader

წიხლები, მუშტები, ცრემლსადენი გაზი - ხელჩართული ჩხუბები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიხლები, მუშტები, ცრემლსადენი გაზი - ხელჩართული ჩხუბები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში

მაშინ, როდესაც განსხვავებულ პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფი პარლამენტარები ვერ თანხმდებიან, საკანონმდებლო ორგანო რინგს ემსგავსება. ამ მხრივ რეკორდსმენი უკრაინის პარლამენტია, რომელიც ხშირად "გვანებივრებს" დეპუტატების ხელჩართული  ჩხუბებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკრაინის რადას დეპუტატი, პარტია УДАР-ის ლიდერი და ამასთან, კრივში მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, არც ერთხელ არ ჩარეულა კოლეგების ჩხუბში და შორიდან ადევნებდა თვალს მისთვის საკმაოდ ნაცნობ სიტუაციას.

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ჩხუბები იორდანიის, სამხრეთ კორეისა და ნიგერიის საკანონმდებლო ორგანოებში. დეპუტატები ყველა მეთოდით და ხერხით უსწორდებიან ერთმანეთს - წიხლებით, მუშტებით და ცრემლსადენი გაზითაც კი.

რაც შეეხება ქართველ დეპუტატებს, ისინი ახალი პარლამენტის შენობაში ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფებით შემოიფარგლებიან, თუმცა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ფიზიკური დაპირისპირება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ორ წარმომადგენელს შორის, პარლამენტის შენობის გარეთ, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში შედგა.

ასევე იხილეთ:

- "უღირსი ხარ თავიდან ბოლომდე" - ინციდენტი ზაზა პაპუაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის

- ჩხუბი პარლამენტში - ბაღათურიასა და სულეიმანოვის დაპირისპირებაში ბობოხიძე და თარგამაძეც ჩაერივნენ

- უკრაინის რადაში ჩხუბი სისხლისღვრით დამთავრდა