loader

წითელ ხალიჩაზე ბრილიანტების გარეშე - ძვირად ღირებული ძარცვა კანის კინოფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წითელ ხალიჩაზე ბრილიანტების გარეშე - ძვირად ღირებული ძარცვა კანის კინოფესტივალზე

კანში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი 15 მაისს გაიხსნა და 25-ში იხურება. კვირას ფრანგულ რივიერაზე სკანდალური ძარცვის შესახებ გახდა ცნობილი - ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან ძვირად ღირებული საიუველირო ბრენდის, Chopard-ის 1 მილიონამდე ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამკაულები, რომლებიც სავარაუდოდ, წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს ეკეთათ, შვეიცარიული ბრენდის თანამშრომლის ოთახიდან მოიპარეს.

კომპანიის წარმომადგენლები სიხარულით აღნიშნავენ, რომ ფესტივალის მთავარი ჯილდო "პალმის რტო" გატაცებულ ნივთებს შორის არაა.

წელს "შოპარდის" სამკაულებზე ისეთმა ვარსკვლავებმა შეაჩერეს არჩევანი, როგორებიც სინდი კროუფორდი, ჯულიანა მური და ლანა დელ რეი არიან.

სიმბოლურია, რომ ძარცვა სოფია კოპოლას ახალი ფილმის, The Bling Ring-ის ჩვენებიდან რამდენიმე საათში მოხდა. ფილმი რამდენიმე თინეიჯერზე მოგვითხრობს, რომლებიც ცნობილი ადამიანების ბინებიდან სამკაულებს, დიზაინერულ ტანსაცმელსა და ჩანთებს მაშინ იპარავენ, როცა ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე იწონებენ თავს.

ასევე იხილეთ: დიდებული საღამო წვიმიან კანში - 66-ე კინოფესტივალის გრანდიოზული გახსნა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე