loader

პაპი ფრანსისკ - ახალი პაპი არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაპი ფრანსისკ - ახალი პაპი არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიოა

Hamebus Papam - "ახალი პაპი გვყავს" - ამ სიტყვებით მიმართა კარდინალ-პროტოდიაკონმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მოედანზე შეკრებილ ასეულ ათასობით მორწმუნეს, რის შემდეგაც მათ ახალი პაპი წარუდგინა. რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა. ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის ფრანსისკ პირველი იქნება. ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.

ხმის მიცემა გუშინ 12 მარტს უშედეგოდ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ხმის მიცემის მეხუთე ცერემონიაზე კი კონკლავმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სიქსტის კაპელაზე თეთრი კვამლი თბილისის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე გამოჩნდა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია