loader

პენელოპას "ცრურწმენები" - ესპანელი ლამაზმანის ცეცხლოვანი ფოტოსესია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენელოპას "ცრურწმენები" - ესპანელი ლამაზმანის ცეცხლოვანი ფოტოსესია

ალკოჰოლური სასმელების იტალიური ბრენდის, Campari-ს ყოველწლიური კალენდრის სახე 2013 წელს მშვენიერი ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუსი გახდა. წლების განმავლობაში კალენდრის სახეები ჰოლივუდის ვარსკვლავები მილა იოვოვიჩი, ევა მენდესი და ჯესიკა ალბა იყვნენ.

შავი კატები, რიცხვი 13, გატეხილი სარკეები, სახლში გაშლილი ქოლგები - ყველა ის ცრურწმენა, რისაც ადამიანებს სჯერათ და ასე უფრთხიან, ერთ კალენდარში გაერთიანდა.

"ცრურწმენები? ამაზე მხოლოდ გაღიმება შეიძლება, მასში ხომ არ დევს ლოგიკა. არაფერი დაგემართება, თუ ქუჩაში რვა შავ კატას შეხვდები, ან მარილს დააპნევ იატაკზე. ამიტომ ამ ფოტოსესიასაც სიამოვნებით დავთანხმდი" - აღნიშნა 38 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ჟურნალ Elle-თან საუბრისას.

იხილეთ:

- პენელოპა კრუსმა წითელ ხალიჩაზე აღფრთოვანება დაიმსახურა

- პენელოპა კრუსის უმცროსი და საცვლების ბრენდის სექსუალურ ფოტოსესიაში