loader

ფილმის "სიყვარული აქცენტით" შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილმის "სიყვარული აქცენტით" შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია თბილისში

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის განცხადებით, მისი ბოლო კინონამუშევარი "სიყვარული აქცენტით" რუსულმა მაყურებელმა დადებითად შეაფასა და ფილმის ნახვის შემდეგ, რუსეთის არაერთმა მოქალაქემ საქართველოში შვებულების გატარება გადაწყვიტა.

რეზო გიგინეიშვილმა და ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა პრესკონფერენცია საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს პრესკლუბში გამართეს. გიგინეიშვილი და შემოქმედებითი ჯგუფი თბილისში რუსული კინოს მესამე ფესტივალის ფარგლებში არიან ჩამოსული.

პრესკონფერენციას რუსი მსახიობებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გადასაღები პერიოდი თბილად მოიგონეს და განაცხადეს, რომ ქართველ კინოხელოვანებთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. გადამღები ჯგუფის განცხადებით, ფილმი "სიყვარული აქცენტით" რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა და ყაზახეთის კინოეკრანებზე ანშლაგებით მიდიოდა. ფილმს 3 კომპოზიტორი ჰყავს - გია ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი და დავით ევგენიძე.

ფილმში ქართველი და რუსი მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორის მერაბ ნინიძე, დუტა სხირტლაძე, სოფო ნიჟარაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, მიშა მესხი, დები მიხალკოვები, თინათინ დალაქიშვილი და სხვა. "სიყვარული აქცენტით" თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია გადაღებული.

იხილეთ:

"სიყვარული აქცენტით" - ქართველი და რუსი მსახიობები რეზო გიგინეიშვილის ფილმში