loader

"კომას" ემოციური პრემიერა - ფილმი საზოგადოების გამოფხიზლებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კომას" ემოციური პრემიერა - ფილმი საზოგადოების გამოფხიზლებაზე

კინოთეატრ "ამირანში" რეჟისორ არჩილ ქავთარაძის ფილმის, "კომას" პრემიერა გაიმართა. ფილმის სცენარი რეჟისორმა ლაშა ბუღაძესთან ერთად დაწერა. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და ქართულ საპატიმროებში განვითარებულ იმ მოვლენებს ეხება, რომელიც 2012 წლის სექტემბერში საზოგადოებისთვის "ციხის სკანდალის" სახელით გახდა ცნობილი.

ლაშა ბუღაძის განცხადებით, ფილმში აღწერილი ისტორია თავად რეჟისორ არჩილ ქავთარაძეს გადახდა, როდესაც ის დააკავეს და საპატიმროში იმყოფებოდა. სცენარზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, 2011 წელს - ფილმის გადაღება, 2012 წლის სექტემბერში კი საზოგადოებამ დაახლოებით ისეთივე კადრები იხილა, რაც რეჟისორს ფილმში მხატვრული ხერხებით აქვს წარმოდგენილი.

პრემიერაზე დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო კინოთეატრ "ამირანში" ფილმის პრემიერა ერთდროულად ორ დარბაზში გაიმართა.

კინოჩვენებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პარლამენტარები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერა ყველა მაყურებელმა ემოციებით დატვირთულმა დატოვა.

იხილეთ: "კომა" - რეალურ ამბავზე დაფუძნებული ახალი ფილმის თრეილერი