loader

ჟიზელ ბუნდჰენმა უკანალი მოიშიშვლა - მაცდური ფოტოსესია Vogue-ისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟიზელ ბუნდჰენმა უკანალი მოიშიშვლა - მაცდური ფოტოსესია Vogue-ისთვის

ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა ბრაზილიელი სუპერმოდელი იტალიური Vogue-ის ივნისის ნომრისთვის გადაიღო. "ჯანმრთელობა და სილამაზე" - ასეთია გამოცემის ახალი ნომრის მთავარი თემა და ჟიზელ ბუნდჰენიც ფოტოსესიაში შესაბამისად გამოიყურება: სხეულის, თმისა და სახის მოვლის პროცედურებს იტარებს. სინამდვილეში, ორი შვილის დედა ჰოლივუდურ მოვლის პროცედურებს, ჯანსაღ კვებასა და აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ამჯობინებს: "ყველა ქალი განსხვავებულია და სილამაზისთვის ყველა განსხვავებულ ხერხს მიმართავს. მე მიყვარს ის შეგრძნება, რომ განსხვავებული ვარ სხვისგან. ჩვენი ნაკლი გამოგვარჩევს ჩვენ და ამასთან, უნიკალურ მშვენიერებას გვანიჭებს" - ამბობს ბრაზილიელი  მშვენება.

ჟიზელმა მეიზელის ფოტოკამერის წინ რამდენიმე კადრში უკანალი მოიშიშვლა, ფოტოების ნაწილში კი Louis Vuitton-ის ქაშმირისა და აბრეშუმის ტანსაცმელსა და Chopard-ის ბრილიანტებში ბრწყინავს.

სუპერმოდელისთვის ეს რიგით 122-ე ფოტოსესიაა Vogue-ის გარეკანისთვის. 32 წლის ბუნდჰენმა ამ მონაცემით კეიტ მოსსაც კი გაუსწრო.


ასევე იხილეთ:

ჟიზელ ბუნდჰენმა რიოს კარნავალზე სამბა იცეკვა

ჟიზელ ბუნდჰენი მსოფლიოში პირველი მილიარდერი მოდელია