loader

ქეთა თოფურია მოახლის კაბით - А-Студио იურმალაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურია მოახლის კაბით - А-Студио იურმალაში

ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია არაერთხელ აღიარეს რუსული შოუბიზნესის საუკეთესოდ ჩაცმულ ქალად, თუმცა "ა-სტუდიოს" სოლისტი ხშირად მიდის თამამ ექსპერიმენტებზე, რის გამოც მედიის მწვავე კრიტიკასაც იმსახურებს.

2012 წელს ქეთა შეცვლილი იმიჯით გამოვიდა სცენაზე: მომღერალმა ნახევარ თავზე თმა გადაიპარსა. კრიტიკოსებმა თოფურიას ახალი იმიჯი დაუწუნეს.

განხილვის თემად იქცა წინა წლის "ახალი ტალღის" კონკურსზე ქეთას უჩვეულო კოსტიუმიც - მომღერალს თავს ყვავისბუმბულებიანი შლაპა უმშვენებდა. თბილისში, ფილარმონიაში 11 ივნისს გამართულ კონცერტზე კი ქეთა "მინი-ჩოხაში" გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე.

თოფურიამ არც წელს "უღალატა" ტრადიციას: 27 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2013"-ის მესამე საკონკურსო დღეს ქეთა მოახლის იმიჯით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მისი კაბა ფუშფუშა წინსაფრით, ვარცხნილობა და თავსაბურავი ნამდვილად მოგაგონებთ შინამოსამსახურის ფორმას. ქეთამ და А-Студио-მ სიმღერა Хочу влюбиться შეასრულეს.

ასევე იხილეთ:

როგორ ერთობა ქეთა თოფურია საწოლში

ქეთა თოფურიას თამამი დეკოლტე და "სულიკო" МУЗ-ТВ-ს საღამოზე

ქეთა თოფურია "რუსეთის დღეზე" - ქართული ჩოხიდან რუსეთის დროშის ფერებიან კაბამდე

იხილეთ ვდეო georgianews.ge-ზე