loader

"მინდა დავლოცო სოფიკო, რომ მომცა ძალა, დამეწერა "ავე მარია" - პატრიარქმა სოფო ნიჟარაძე შეაქო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა დავლოცო სოფიკო, რომ მომცა ძალა, დამეწერა "ავე მარია" - პატრიარქმა სოფო ნიჟარაძე შეაქო

"მე მახსენდება საახალწლო კონცერტი ბათუმში. იქ შუბერტის "ავე მარია" შეასრულა სოფიკომ. ისეთი ნაზი იყო, ისეთი მოსაწონი, იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა "ავე მარია". ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა. მე მინდა დავლოცო სოფიკო, რომ მომცა სურვილი, ენერგია და ძალა, დამეწერა ეს" - უწმინდესმა ღვთისმშობლის საგალობლის ისტორია პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე გაიხსენა და ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს პირველის და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატივცემულოდ საზეიმო ვახშამი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართა.

იხილეთ: პატრიარქის "ავე მარია" - ნაწარმოების ახალი ვერსიის პრემიერა