loader

რატომ აგინეს ერთმანეთს ენ ჰეთევეიმ და დენიელ კრეიგმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აგინეს ერთმანეთს ენ ჰეთევეიმ და დენიელ კრეიგმა?

გასულ კვირას მსახიობი ენ ჰეთევეი ჩელსი ჰენდლერის შოუს Chelsea Lately-ს სტუმრობდა, სადაც მან სასაცილო ისტორია მოყვა, რომელიც ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელ, ცნობილ ბრიტანელ მსახიობ დენიელ კრეიგთან დაკავშირებით გადახდა თავს.

ენ ჰეთევეი ერთ-ერთ წვეულებაზე პირველად იყო მიწვეული, რომელსაც მასთან ერთად ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა. ენი ყვება, რომ დარბაზში დენიელ კრეიგიც იმყოფებოდა, რომელმაც ჰოლივუდელ ლამაზმანს შეხედა და მიმართა შემდეგი სიტყვებით: Fuck you! ჰეთევეი მას არ ჩამორჩა და იმავეთი უპასუხა. შემდეგ უკვე დენიელმა შუა თითი უჩვენა და ისევ შეაგინა, რაზეც ენიმაც მსგავსი მიმიკითა და სიტყვებით უპასუხა. ბოლოს ბრიტანელმა მსახიობმა უხერხულად ანიშნა ჰეთევეის, რომ ის არა გოგონას, არამედ მის უკან მჯდომ მეგობარს, ცნობილ ინგლისელ რეჟისორს მიმართავდა...

იხილეთ:

- დენიელ კრეიგი 2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცია
"ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს...