loader

ყველაზე შთამბეჭდავი კადრები "ღვინის ფესტივალიდან" - 3 თვეში 10 საუკეთესო ღვინო გამოვლინდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე შთამბეჭდავი კადრები "ღვინის ფესტივალიდან" - 3 თვეში 10 საუკეთესო ღვინო გამოვლინდება

„ღვინის ფესტივალი“ შარდენის ქუჩაზე დილიდან იმართება. ფესტივალის ფარგლებში 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა იმართება. 40-მდე მწარმოებელი ერთ თეთრ და ერთ წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

პროექტის "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება.

ახალი პროექტში , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით “მეიდანი ჯგუფი” და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებს, 40-მდე ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო 10 ღვინის დასახელება ბრმა დეგუტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით მოხდება. საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, ქართული ღვინის ფესტივალზე მოხდა. ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი თბილისში, შარდენის ქუჩაზე წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება.

ასევე იხილეთ: "ღვინის ფესტივალი 2017" - საინტერესო სიახლე მათთვის, ვისაც ღვინის დაგემოვნება უყვარს