loader

"ღვინის ფესტივალი 2017" - საინტერესო სიახლე მათთვის, ვისაც ღვინის დაგემოვნება უყვარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღვინის ფესტივალი 2017" - საინტერესო სიახლე მათთვის, ვისაც ღვინის დაგემოვნება უყვარს

პროექტის "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება.

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - დღეიდან ახალი პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით "მეიდანი ჯგუფი" და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებს. პროექტში 40-მდე ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო 10 ღვინის დასახელება ბრმა დეგუტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით მოხდება. საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, ქართული ღვინის ფესტივალზე მოხდა. ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი თბილისში, შარდენის ქუჩაზე წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება", – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

ასევე იხილეთ: ყველაზე შთამბეჭდავი კადრები "ღვინის ფესტივალიდან" - 3 თვეში 10 საუკეთესო ღვინო გამოვლინდება