loader

ქართველმა რაგბისტებმა ბელგიელებს ხელჩართულ ჩხუბშიც სძლიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა რაგბისტებმა ბელგიელებს ხელჩართულ ჩხუბშიც სძლიეს

2 თებერვალს ერთა თასის შეხვედრაში, სადაც ბელგიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრები მიიღო, მოედანზე ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე, როგორც მათ ეძახიან "შავი ეშმაკები" ანგარიშით 17:13 დაამარცხეს და ერთა თასის გათამაშება გამარჯვებით გახსნეს.

მილტონ ჰეიგის გუნდისთვის გამარჯვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენმა მორაგბეებმა ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ მატჩის მეორე ტაიმში შეძლეს.

სამწუხაროდ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. "ეშმაკებმა" თამაშის დაწყებიდან მე-2 წუთზე ჩხუბი ატეხეს, თუმცა ვერც ხელჩართულ კამათში გამოვიდნენ გამარჯვებულები.

ამის შედეგად დავით ქუბრიაშვილს არბიტმა წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, მაგრამ არც მასპინძლები გადარჩნენ და მორაგბე მათაც გაუძევს.

ასევე იხილეთ: 13:17 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასი ბელგიის ძლევით დაიწყო


www.sportall.ge