loader

"ფერადი გარბენი" რიო დე ჟანეიროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფერადი გარბენი" რიო დე ჟანეიროში

რიო დე ჟანეირო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ქალაქად არის მიჩნეული. უიქენდზე მისმა მკვიდრებმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს: ათასობით ადამიანმა ე.წ. ფერად გარბენში მიიღო მონაწილეობა. დისტანცია არც ისე შთამბეჭდავია, მხოლოდ ხუთი კილომეტრი, თუმცა ივენთი იმით გამოირჩევა, რომ ქათქათა ფერებში გამოწყობილი მონაწილეები გარბენს საღებავებში მოსვრილები ასრულებენ. ბრაზილიის შემდეგ "ფერადი გარბენი" რუსეთს, ავსტრალიას და შეერთებულ შტატებს ესტუმრება.


იხილეთ ასევე: ფერების ფესტივალი საქართველოში - ანშლაგით, მაგრამ წარუმატებლად