loader

ტოკიოში ცუნამთან საბრძოლველად მასობრივი წვრთნები ტარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოკიოში ცუნამთან საბრძოლველად მასობრივი წვრთნები ტარდება

2011 წელს იაპონიაში მომხდარი ცუნამის მეორე წლისთავზე ტოკიოს მთავრობამ მასობრივი წვრთნები გამართა, რათა კატასტროფის განმეორების შემთხვევაში სხვადასხვა სამსახური მომზადებული დახვდეს სტიქიას. ნავარაუდებია, რომ სტიქიური უბედურების დროს ტოკიოში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროებოდა სამაშველო სამსახურების დახმარება. ათასობით ადამიანს სახლში დაბრუნება არ შეეძლო, ვინაიდან გზები, სადგურები და მეტროები დახურული იყო. წვრთნები უტარდებათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომუშავეებსა და სხვადასხვა ოფისის თანამშრომლებს. ასევე, სპეციალურ სამაშველო კურსს გაივლიან სკოლის მოსწავლეები.

იაპონიის მთავრობის ვარაუდით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში არსებობს 70% შანსი იმისა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ძლიერი მიწისძვრა დაატყდეს თავს.

იხილეთ: იაპონია დამანგრეველი ცუნამიდან 2 წლის შემდეგ