loader

მამაკაცმა ბოიფრენდს ხელი Beyonce-ს ჰიტზე დადგმული ფლეშმობით სთხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა ბოიფრენდს ხელი Beyonce-ს ჰიტზე დადგმული ფლეშმობით სთხოვა

სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ქუჩის გამვლელები საინტერესო სანახაობის თვითმხილველები გახდნენ. ყველაფერი Beyonce-ს ცნობილი ჰიტით, "Single Ladies"-ით დაიწყო, რომელზეც ფლეშმობის მონაწილეებმა პოპ-ვარსკვლავის ცეკვის მოძრაობები შეასრულეს. ბოლოს კი შეკრებილებს შოუს კულმინაცია ელოდათ: მათ რიგებს ჭაღარა მამაკაცი გამოეყო, დაიჩოქა და თავის ბოიფრენდ ბენს, რომელთანაც რამდენიმე წელია, ცხოვრობს, ხელი სთხოვა. ტიმმა საყვარელი მამაკაცისგან თანხმობა მიიღო.

შეგახსენებთ, სან-ფრანცისკო კალიფორნიის შტატში მდებარეობს. ამ შტატის კანონმდებლობა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს.


ასევე იხილეთ:

"რა დროს "ბარსელონაა", ცოლად გამომყვები?" - მოულოდნელი ხელის თხოვნა პირდაპირ ეთერში

ქალმა საყვარელ მამაკაცს ხელი ფლეშმობით სთხოვა

გეი სამხედროების კოცნა - ცნობილი ფოტოს რეალური გმირები