loader

30 ოპერაციის წყალობით იაპონელი ფრანგ ქალად "იქცა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 ოპერაციის წყალობით იაპონელი ფრანგ ქალად "იქცა"

თანამედროვე ქირურგია სასწაულებს ახდენს. ექიმებს, რომლებსაც აზიელი ქალის ევროპელად გადაქცევა დაევალათ, 30 ოპერაცია დასჭირდათ.

იაპონელმა მოდელმა ქირურგების დახმარებით ევროპული გარეგნობის "მორგება" გადაწყვიტა. ვანილამ 30 ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის 130 000 დოლარი გადაიხადა. პირველი ოპერაცია მან 19 წლის ასაკში გაიკეთა. ვანილას გაუთეთრეს კანი, შეუცვალეს თვალის ჭრილი, მკერდის და შუბლის ფორმა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც არაა კმაყოფილი გარეგნობით: მას წინ ყველაზე რთული ცვლილება - ფეხების დაგრძელება ელის. "მზად ვარ, კიდევ უამრავი ოპერაცია გავიკეთო, ოღონდ ჩემი გარეგნობა ისეთი გახდეს, როგორიც მე მაქვს ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი", - განაცხადა ვანილამ.

იხილეთ:

ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

3 წელიწადში გოგოდ გადაქცეული ბიჭი

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე