loader

ქარიშხალ "სენდის" კვალი და მოხალისე მეხანძრეები - "პალიტრა ტვ" ნიუ-იორკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარიშხალ "სენდის" კვალი და მოხალისე მეხანძრეები - "პალიტრა ტვ" ნიუ-იორკიდან

სამეზობლოს, სახელად "ბრიზი პოინტს", 9 თვის წინანდელი დამანგრეველი ქარიშხლის კვალი ყველაზე უკეთ ეტყობა. "სენდისგან" მიყენებულ ზიანს აქ მოხალისეების დახმარებით უმკლავდებიან. მოხალისეობას ნიუ-იორკის ამ რაიონში 100-წლიანი ისტორია აქვს. ყველაფერი 1910 წლიდან იწყება, როდესაც საზაფხულო დასახლების მცხოვრებლებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად გადაწყვიტეს. ასე ჩამოყალიბდა სახანძრო რაზმი, რომელიც დღეს თანამედროვედ აღჭურვილ 9 მოხალისე მეხანძრეს აერთიანებს.

მოხალისეთა ოფისი აღჭურვილია განგაშის სისტემით და რადიოგადამცემი მოწყობილობებით. ეს შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გასვლაში ეხმარებათ. ბოლო ყველაზე ძლიერმა ხანძარმა "ბრიზი პოინტის" სამეზობლოში 111 სახლი დააზიანა.

სტიქიაც და ხანძარიც ამ სამეზობლომ მსხვერპლის გარეშე გამოიარა, თუმცა სანაპიროზე მაინც დგას მემორიალი - ჯვარი ტრაგედიის ადგილიდან, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების ხსოვნას ეძღვნება, ამ სამეზობლოდან რომ იყვნენ...

ასევე იხილეთ:

Newseum - ვაშინგტონის ახალი ამბების მუზეუმის უნიკალური ფოტოგალერეა


სუპერშტორმ "სენდის" ყველაზე მძიმე და ტრაგიკული კადრები

ოთხ წუთში ჩატეული ქარიშხალ "სენდის" ოთხი დღე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე