loader

ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტულ პირზე გასვლა, ჩვენი მიზანია სამართლიანობის აღდგენა და კანონიერების დაცვა, - ქელბაქიანის დაკავების შესახებ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" .

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილია "ძალიან მძიმე დანაშაული": უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მითვისება და ფულის გათეთრება. მინისტრის განმარტებით, ქელბაქიანის დაკავება სამინისტროში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა და მიზანი "არა კონკრეტულ პირზე გასვლა, არამედ სამართლიანობის აღდგენა იყო".

მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, ამა თუ იმ დაკავებას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული დაუდოს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, არც ერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

იხილეთ: ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დავუშვებთ ბოროტმოქმედების გამოშვებას ციხიდან - ირაკლი ღარიბაშვილი