loader

"მედია პალიტრის" საჩუქარი საპატიმროებს - 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მედია პალიტრის" საჩუქარი საპატიმროებს - 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი

"მედია პალიტრამ" სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჩუქრად 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი გადასცა. სოციალური აქცია გაზეთ "კვირის პალიტრის" დაარსებიდან 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო. საჩუქარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკას გადაუნაწილდება.

"კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი თევდორაშვილმა და "მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 ქალთა საპატიმროს მათთვის განკუთვნილი ბიბლია და მხატვრული ლიტერატურა ჩაუტანეს და ბიბლიოთეკას გადასცეს.

რაც შეეხება აღნიშნული საპატიმროს ბიბლიოთეკას, ბილბიოთეკა თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი, სადაც ყველაზე მეტი წიგნების ფონდი სწორედ "პალიტრა L"-დან არის წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ: "კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 300-მდე ნერგი დარგო

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა