loader

ხალხის რეაქცია, როცა შარაშენიძის გამარჯვება გამოაცხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხალხის რეაქცია, როცა შარაშენიძის გამარჯვება გამოაცხადეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 62-ვე უბნის მონაცემები აიტვირთა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306 ხმა. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა მმართველი გუნდის კანდიდატს 79 ხმით აჯობა.

6 საარჩევნო ოლქიდან, სადაც თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ოზურგეთი ერთადერთია, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი, წინასწარი მონაცემებით, დამარცხდა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: "ბინძურ პიარს მიგორებენ" - ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატი ირწმუნება, რომ გაიმარჯვა

როგორ აღნიშნავენ შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას წინასწარ

შეხლა-შემოხლა ოზურგეთში - შარაშენიძის მომხრეებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს