loader

შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

"პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე, რომელიც მანქანას მართავდა, აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც, შეხლა-შემოხლის შედეგად, პულოვერი გაეხა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დადგმული პროვოკაცია და კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს პრესსამსახური გააკეთებს.


ასევე იხილეთ:

- აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს

- ბათუმის ინციდენტში რამდენიმე პირი საია-ს წარმომადგენელს ადანაშაულებს