loader

ჰოლივუდური სცენარით დაგეგმილი ციხიდან გაქცევა კრახით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდური სცენარით დაგეგმილი ციხიდან გაქცევა კრახით დასრულდა

ბერძენმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვერტმფრენი, რომელიც პატიმრის ციხიდან გათავისუფლების მცდელობაში მონაწილეობდა. ვერტმფრენზე ჩანს ათობით ტყვიის კვალი. ორმა მამაკაცმა ვერტმფრენი ორ პილოტთან ერთად გაიტაცა და ციხესთან მიფრენა უბრძანა. შემდეგ კი ციხის ეზოში, სადაც პატიმარი სეირნობდა, თოკი ჩაუშვეს. 42 წლის პანაგიოტის ვლასტოსი, რომლის გამოსახსნელადაც ოპერაცია მისმა ორმა მეგობარმა დაგეგმა, სასჯელს 1994 წლიდან იხდის ადამიანის გატაცების, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის.

ვლასტოსმა მოახერხა ჩამოშვებულ თოკზე აცოცება, თუმცა ორმხრივი სროლის გამო, რომელიც ვერტმფრენის მგზავრებსა და ციხის დაცვას შორის ატყდა, პატიმარი თოკიდან ჩამოვარდა. იგი დაჭრილია და მრავლობითი მოტეხილობები აქვს. სროლისას არავინ დაღუპულა. დაჭრილია ერთ-ერთი პილოტი. საბოლოოდ ვერტმფრენს ციხის ეზოში დაშვება მოუხდა.

ასევე იხილეთ:

- რუსეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა

- პატიმარი ციხიდან გაქცევის დროს ხვრელში გაიჭედა