loader

მიხეილ სააკაშვილის კადრები სახურავიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის კადრები სახურავიდან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, გამორიცხული არ არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია მოხდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ NewsOne-ს განუცხადა.

„ამის საშიშროება მართლაც არსებობს. არსებობს ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება. მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. „ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.

პირდაპირი ეთერი უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება


რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომლის სახურავზეც ექსპრეზიდენტი იმყოფება