loader

ქართული ფილმი "ოსკარზე"! - "გრძელი ნათელი დღეები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ფილმი "ოსკარზე"! - "გრძელი ნათელი დღეები"

ქართველი კინოკრიტიკოსებისა და კინემატოგრაფისტების მიერ შემდგარმა ჯგუფმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე წარსადგენად ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებული ფილმი - "გრძელი ნათელი დღეები" შეარჩია.

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში "ოსკარზე" განაცხადი სამი ფილმის ავტორებმა წარადგინეს. ეს ფილმებია - "გრძელი ნათელი დღეები" (რეჟ: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (რეჟ: თინა გურჩიანი) და "იბრძოლე" (რეჟ: გიორგი მეგრელიშვილი).

17-წევრიანმა კომისიამ ორი დღის განმავლობაში სამივე ფილმი განიხილა და ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ "ოსკარზე" "გრძელი ნათელი დღეები" იქნება წარდგენილი.

ფილმ "გრძელ ნათელ დღეებს" "ოსკარის" დაჯილდოებამდე რამდენიმე ტურის გავლა მოუწევს, რათა სწორედ "ოსკარის" ცერემონიალამდე გადაწყდეს, რომელ ნომინაციაში გავა აღნიშნული ფილმი.

ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში "გრძელი ნათელი დღეები" მეორე ფილმია, რომელიც "ოსკარზეა" წარდგენილი. პირველი ქართული ფილმი იყო ნანა ჯორჯაძის "შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი".

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე