loader

მინიატურული ცხენი იშვიათი დაავადების მქონე ბიჭუნას მომვლელი გახდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინიატურული ცხენი იშვიათი დაავადების მქონე ბიჭუნას მომვლელი გახდება

მინიატურულ ცხენს სახელად ზოის, ოთხი წლის ზეიდან ბეტისთვის დახმარების გაწევაში წვრთნიან. ბიჭი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. ზეიდანის დედის თქმით, დაავადება მის კოორდინაციაზე და ბალანსის მგრძნობელობაზე მოქმედებს, სავარაუდოდ 11 წლის ასაკისთვის ბიჭი უკვე დამოუკიდებლად მოძრაობას ვერ შეძლებს, დაკარგავს საუბრის, წერის და ნორმალურად კომუნიკაციის უნარს.

მას შემდეგ, რაც პატარა ცხენს გაწვრთნიან, მას შეეძლება ბიჭს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმაროს. რადგანაც ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელია, ის ბიჭთან ძაღლზე ან სხვა ცხოველზე გაცილებით მეტ ხანს შეძლებს დარჩენას.


ასევე იხილეთ:

- 3 წლის გოგონას სუნთქვაში ძაღლი ეხმარება

- ტალახში ჩაფლული ცხენი პატრონმა არ მიატოვა

- ტყეში დაკარგული 3 წლის გოგონა გაყინვისგან ძაღლმა იხსნა