loader

სამოთხეში მოხვედრილი უგო ჩავესი და შეხვედრა ჩე გევარასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამოთხეში მოხვედრილი უგო ჩავესი და შეხვედრა ჩე გევარასთან

ვენესუელის სახელმწიფო ტელევიაზიამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომლის მიხედვითაც ახლადგარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სული სამოთხეში მოხვდა. საიქიოში იგი საკუთარი ბებიის გარდა, კუბელ რევოლუციონერს ერნესტო ჩე გევარას, ჩილეს პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს, არგენტინის ლეგენდარულ ყოფილ პირველ ლედის ევა პერონს, ნიკარაგუის რევოლუციონერ ლიდერს აუგუსტო სანდინოს, ვენესუელის ეროვნულ გმირს გენერალ სიმონ ბოლივარს და სხვა "მონატრებულ" ცნობილ სახეს ხვდება. ანიმაციის მთავარი გმირი ჩავესი ამ მოულოდნელი შეხვედრით კმაყოფილებას ვერ მალავს.

პრეზიდენტი ჩავესი 5 მარტს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას. ვენესუელის მთავრობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ბალზამირებული სხეული მუზეუმში განთავსდება და მისი ნახვა ნებისმიერ დროს ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

იხილეთ: ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას უგო ჩავესის სიკვდილი ამცნო, სცემეს